Wednesday, January 8, 2014

კვლევის საგანი
კვლევის საგანია აგრესიის, როგორც არასრულწლოვანთა დანაშაულის ერთ-ერთი მაპროვოცირებელი მიზეზის გამოვლენისა და აგრესიის ფონზე არასრულწლოვანთა მიერ ჩადენილ დანაშაულთა პრევენიის პრობლემა.
 თემის აქტუალურობა
მოზარდებში აგრესიისა და დამნაშავეობის პრობლემა ბოლო დროს მეტად აქტუალური გახდა. განსაკუთრებით გაახალგაზრდავდა მოძალადეთა და ზოგადად დამნაშავეთა ასაკი. იმ ფაქტმა, რომ მოსწავლეები ერთმანეთს ასახიჩრებენ ამ უკიდურეს შემთხვევაში კლავენ კიდეც საზოგადოების შეშფოთება გამოივია. ბოლო წლებში საქართველოში ყველაზე აქტუალური და მტკივნეული თემაა არასრულწლოვანთა მიერ ჩადენილი დანაშაული, რაც გამოწვეულია არასრულწლოვანთა ქცევებში ახალი თავისებურებების ჩამოყალიბებით.
 კვლევის განმსაზღვრელი საკითხები
კვლევის განმსაღვრელ მიმართულებად მიჩნეულია:
 1. არასრულწლოვანთა დანაშაულის, როგორც ასეთი ფენომენის განსაზღვრა. მისი საზოგადოებრივი მნიშვნელობა.
2. არასრულწლოვანთა დანაშაულის გამომწვევ მიზეზთაგან, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზეზის - აგრესიის გამოვლენა. აგრესიის განხილვა, როგორც მოზარდა ქცევის მოშლის ერთ-ერთი ფორმა.
3. არასრულწლოვანი დამნაშავეების ზოგადი დახასიათება, იმ ფაქტორების განსაზღვრა, რაც მოზარდში აყალიბებს აგრესიას და შესაბამისად მიმართავს არასრულწლოვანს დანაშაულის ჩადენისაკენ.
 4. აგრესიის ფონზე ჩადენილი დანაშაულობები და მათ აღმოსაფხვრელად პრევენციული მექანიზმების შემუშავება. პრევენცია, როგორც არასრულწლოვანთა აგრესიის ფონზე ჩადენილ დანაშაულთა აღმოფხვრისათვის, ასევე უკვე არასრულწლოვანი დამნაშავისგან მოსალოდნელი დანაშაულის ჩადენის თავიდან აცილების მიზნით, რაც გულისხმობს არასრულწლოვან დამნაშავეთა პასუხისმგებლობის საკითხს.
 კვლევის მიზანი
აგრესიის, როგორც არასრულწლოვანთა დანაშაულის ერთ-ერთი მიზეზის შესწავლა. მოზარდებში აგრესიის გამომწვევი ფაქტორების ანალიზი. პრევენციის საკითხთან მიმართებაში, ეფექტური პრევენციული სახის მეთოდებისა და მექანიზმების შემუშავება, როგორც არასრულწლოვანთა დანაშაულის შეძლებისდაგვარად აღმოფხვრის მიზნით, ასევე არასრულწლოვან დამნაშავეთა მიერ მომავალი დანაშაულის საფრთხის თავიდან აცილების მიზნით.
 კვლევის ამოცანა

თანამედროვე პრევენციული მექანიზმების შემუშავების საშუალებით საზოგადოებაში იმ ფაქტორების აღმოხვრა, რაც მოზარდებში აგრესიული ფონის საფუძველია. შესაბამისად კი, აგრესიულ ფონზე ჩადენილი დანაშაულთა პრევენციის მიმართებაში პრობლემის მნიშვნელოვნად გადაჭრის მიმართულების ჩვენება.

კვლევის სტრუქტურა:
ნაწილი I:  აგრესია და არასრუსლწლოვანთა დამნაშავეობა
1 არასრულწლოვანთა დანაშაული, როგორც საზოგადოებაში არსებული ფენომენი
არასრულწლოვანი დამნაშავეების ზოგადი დახასიათება
3  აგრესია, როგორც არასრულწლოვანთა დანაშაულის გამომწვევი ერთ-ერთი მთავარი მიზეზი
4  საფუძვლები რაც მოზარდში აგრესიას აყალიბებს
ნაწილი II : აგრესიულ ფონზე ჩადენილი დანაშაულობების პრევენცია
     1  არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენციის სტრატეგია
2   სტრატეგიის ძირითადი პრინციპები
3  ადრეული პრევენცია (პირველი დონე)
4  დანაშაულის პრევენცია რისკჯგუფებში (მეორე დონე)
5  განმეორებითი დანაშაულის პრევენცია (მესამე დონე)


No comments:

Post a Comment